სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლის
საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
წრის დასახელება: ,,ქართული ქართველთ რწმენაა“
წრის მუშაობის მიზანი: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლისა და გააზრების უნარ-ჩვევები, შეძლებენ ტექსტების შესახებ შემოქმედებითი (თავისუფალი) დამოკიდებულებების გამოხატვას,დაეუფლებიან ტექსტის წასაკითხად, დასამუშავებლად და გასაანალიზებლად აუცილებელ სტრატეგიებს, სხვადასხვა ჩამოაყალიბებენ საკუთარ აზრს წერილობით, ყურადღებას გაამახვილებენ ქართული გრამატიკის საკვანძო საკითხებზე, რომლებიც გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმით.
ქართული ენისა და ლიტერატურის წრის პროგრამა
საწრეო მუშაობა წარიმართება მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით, მოსწავლეებთან ყოველი შეხვედრა იქნება სახალისო ღონისძიებებით დატვირთული, შესაბამისად ქართული ენისა და ლიტერატურის წრეზე მუშაობა მოსწავლეებს ჩამოუყალიბებს მხატვრული ლიტერატურის გააზრებული კითხვის, მსჯელობისა და არგუმენტირებული კრიტიკის უნარ-ჩვევებს.მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ შეისწავლონ აკადემიური წერის ძირითადი ელემენტები, ნაწერში დაიცვან გრამატიკის, ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის წესები.
მოსწავლე შეძლებს სტანდართით გათვალისწინებული შედეგების დაუფლებას:
ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება:
· სხვადასხვა სახის ტექსტების მოსმენა და აღქმა;
· ტექსტის სტრუქტურაში გარკვევა და ტექსტის ნაწილებს შორის კავშირის გააზრება;
· სხვადასხვა სირთულისა და სხვადასხვა სახის (ლიტერატურული, სამეცნიერო-პოპულარული, პუბლიცისტური, საქმიანი და სხვ.) ტექსტების გამართულად წერა განსხვავებულ თემებზე; გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის ცოდნა და ამ ცოდნის შეგნებულად გამოყენება ტექსტის ასაგებად და დასახვეწად.
ენის კომუნიკაციური ასპექტების გაგება-გამოყენება:
· საკუთარი კომუნიკაციური ქცევის ადეკვატურად შეფასება და სათანადოდ წარმართვა;
· ტექსტის წასაკითხად, დასამუშავებლად და გასაანალიზებლად აუცილებელი კითხვის სტრატეგიების დაუფლება;
· სხვადასხვა ხასიათის ზეპირი და წერილობითი ტექსტების საკომუნიკაციო მიზნის ამოცნობა და ამ კუთხით ტექსტის ეფექტურობის შეფასება;
· საკომუნიკაციო მიზნის გათვალისწინებით, ფუნქციური სტილის მართებულად შერჩევა წერის დროს; საკუთარი ნაწერის რედაქტირება და კორექტირება.
· წაკითხულის გადამოწმება და შეფასება სანდოობის, აქტუალურობის, პოპულარობისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით;
საწრეო მუშაობის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
2017-18 სასწავლო წლის მე-2ს სემესტრი
თემა
|
მიზანი
|
მუშაობის ფორმა
|
დრო
| |
1
|
ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მიზნების ფორმირება,წრის მუშაობის გეგმის გაცნობა, სავარაუდო აქტივობებისა და ღონისძიებების ჩამოთვლა
|
მოსწავლეები გაეცნონ წრის მუშაობის მიზანს და გაიგონ იმ აქტივობების შესახებ, რომელთაც განახორციელებენ სემესტრის განმავლობაში.
|
მინი ლექცია, დისკუსია თემაზე ,,ვსწავლობთ ხალისით“
|
30.01
|
2
|
კითხვის ძირითადი სტრატეგიების გაცნობა
|
მოსწავლეები გაეცნონ კითხვის ძრითად სტრატეგიებს, იმუშაონ დამოუკიდებლად
|
სლაიდ შოუს ჩვენება, გარფიკებისა და სქემების მომზადება
|
02.02
|
3
|
სხვადასხვა სტილის ტექსტების განხილვა, მათ თავისებურებეზე მუშაობა
|
მოსწავლეები გაეცნობიან, განასხვავებენ სხვადასხვა სტილის (სამეცნიერო, პუბლიცისტური, ინფორმაციული) ტექსტებს, მათ სპეციფიკას
|
მინი ლექცია, გრაფიკული ჩანაწერების გაკეთება
|
6.02
|
4.
|
წაკითხული ტექსტის გააზრება(პრაქტიკული მუშაობა ტექსტზე)
|
მოსწავლე შეძლებს დამოიკიდებლად იმუშაოს წაკითხული ტექსტის გააზრებაზე
|
ინდივიდუალური მუშაობა
|
13.02
|
5.
|
ესეს დაგეგმვა
|
მოსწავლე შეძლებს დაგეგმოს ესეს წერის პროცესი:ისწავლის იმ სტრატეგიებს თუ როგორ უნდა მოიქცეს ესეს დაგეგმვამდე
|
ინფორმაციის შეგროვებისა და ორგანიზების სტრატეგიების გაცნობა
|
20.02
|
6.
|
ესეს სტრუქტურის გაცნობა-ესეს სახეობები
|
მოსწავლე შეძლებს ესეს სტრუქტურის ჩამოყალიბებას
|
მინი ლექცია
|
27.02
|
7
|
არგუმენტირებული ესეს წერა
|
მოსწავლე შეძლებს წერილობით გადმოსცეს საკუთარი აზრი
|
ინდივიდუალური მუშაობა
| |
8.
|
კრიტიკული მეგობრის უკუკავშირი
|
მოსწავლეები დაწერენ ესეს შეუმოწმებენ ერთმანეთს შეფასების რუბრიკის მიხედვით და მისცემენ განმავითარებელ შეფასებას
|
ინდივიდუალური მუშაობა
| |
9.
|
ტექსტის განვითარების სტრატეგიები
|
მოსწავლე შეძლებს აღწეროს და დაახასიათოს ტექსტი
|
სტრატეგიული გეგმის ჩვენება
|
6.03
|
10.
|
მსჯელობის განვითარების არგუმენტაცია
|
მოსწავლე შეძლებს მსჯელობის განვითარების სტრატეგიების დაუფლებას, მზა ფორმულების დამახსოვრებას
|
თეზისების გაცნობა, ჩანაწერების გაკეთება
|
20.03
|
11.
|
ლექსის ანალიზის დაწერა
|
მოსწავლე შეძლებს ლირიკული ნიმუშის გააზრებას, ავტორის სათქმელის ამოცნობას და მხატვრულ ხერხებზე მუშაობას
|
ინდივიდუალური მუშაობა
|
27.03
|
12.
|
კონფერენცია თემაზე: ,,ჩვენი ქართული სიტყვაქარგული“
|
მოსწავლეები მოამზადებენ მოხსენებებს ქართული ენის დღესთან დაკავშირებით
|
ჯგუფური
|
3.04
|
13.
|
აქცია: ,,არა ბარბარიზმებს“
|
მოსწავლეები მოაწყობენ აქციას ბარბარიზმების გამოყენებასთან დაკავშირებით, დაამზადებენ ბროშურებსა და ბანერებს
|
ჯგუფური
|
10.04
|
14.
|
რიცხვითი სახელის მართლწერა
|
მოსწავლეები შეძლებენ სწორად გამოიყენონ რიცხვით სახელთან დაკავშირებული წესები
|
ინდივიდუალური მუშაობა სავარჯიშოებზე
|
17.04
|
ნაცვალსახელი და მასთან დაკავშირებული მართლწერის წესები
|
ქართული ენის წესების პრაქტიკული გამოყენება
|
მუშაობა ინდივიდუალურად პრაქტიკულ სავარჯიშოებზე
|
24.04
| |
15.
|
პირის ნიშანთა მართლწერა
|
ზმნის უნუკალური ბუნების შეცნობა
|
ინდივიდუალური მუშაობა
|
01.05
|
16.
|
,,გრამატიკა ცხოვრებაში“
|
ქართული ენის წესების მნიშვნელობის გააზრება ყოველდღიურ ცხოვრებაში
|
სლაიდ შოუს ჩვენება
|
08.05
|
17.
|
სტილისტური ხარვეზები ენაში
|
სტილის რაობის შეცნობა, პრაქტიკული მაგალითებით თეორიის გააზრება
|
15.05
| |
18.
|
ტექსტის რედაქტირება
|
მოსწავლე შეძლებს ნასწავლის პრაქტიკულად განხოციელებას და სავარჯიშოს შესრულებას
|
ინდივიდუალური
|
22.05
|
19.
|
ფრაზეოლოგიზმების როლი ქართულ ლიტერატურაში
|
ქართული ენის მხატვრული ბუნების გაცნობა
|
მინი ლექცია
|
29.05
|
20.
|
ვიქტორინა თემაზე ,,ვინც უკეთ იცის ენა ქართული“
|
მოტივაციის ამაღლება მოსწავლეებში, ტრანსფერის უნარის განვითარება
|
ჯგუფური
|
05.06
|
21.
|
შემაჯამებელი ღონისძება: რა მომცა საწრეო მუშაობამ“
|
ცოდნის გააქტიურება, ანალიზისა და სინთეზის უნარი.
|
ესეს წერა
|
12.06
|
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: თამარ კვანტიძე
წრის შეხვედრა
წრის მეცადინეობები
შემაჯამებელი შეხვედრა
წრის შეხვედრა
წრის მეცადინეობები
შემაჯამებელი შეხვედრა
No comments:
Post a Comment